უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ან უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების მიღწევა.
„დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად უკრაინის თავდაცვისთვის მუშაობენ და ისინი, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში შედეგებს ელის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში მყოფი უკრაინის ელჩებისგან.