ოცნების ერთგული გულშემატკივარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოყვა:
“აბა, ნაცებო, ნაცანასხლეტებო, ნაცმკვლელებო!
გვაქვს, ერთმანეთის გამომრიცხავი, ორი მოცემულობა:
1. მიხეილ სააკაშვილი- საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 2008 წელს აწარმოა ომი რუსეთთან. დაკარგა ტერიტორიები, ჩაახოცინა რუსის ჯარს ასობით ჩვენი გმირი შვილი, დაახოცინა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაყარა იარაღი, (რომელიც წაიღო მტერმა) და 3 დღეში გამოაცხადა კაპიტულაცია! ანუ, ომი შეწყდა!
2. ვოლოდიმირ ზელენსკი- უკრაინის პრეზიდენტი- რომელიც 2022 წელს აწარმოებს ომს რუსეთთან. კარგავს ტერიტორიებს, იხოცება ათასობის უკრაინელი გმირი ჯარისკაცი, ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები, არ ყრის იარაღს, არ თმობს ერთ გოჯ მიწას, არ აცხადებს კაპიტულაციას, იბრძვის ბოლომდე! ანუ, აგრძელებს ომს!
ახლა, შეკითხვა:- ამ ორი მოცემულობიდან ორი გმირი პრეზიდენტი ვერ გეყოლებათ!
ისინი ფუნდამენტალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან!
ჩამოყალიბდით, რომელია გმირი და რომელია ლაჩარი!
ჩამოყალიბდით, თქვე ნაძირლებო!
ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდით!
ორივე ლაჩარი და ნაძირალაა!
ორივემ არჩევანი გააკეთა ომის და სიკვდილის სასარგებლოდ!
„არსებობს მესამე მოცემულობა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი! ეს არის მშიდობა! ეს არის ის, რასაც აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი!დიახ, არსებობს მესამე მოცემულობა-ომის საწინააღმდეგო პრევენციული ზომები!რისი გაკეთება იმ ორ ნაძირალასაც შეძლო!შენ გაგიმარჯოს, ირაკლი!მყარად იდექი! ღმერთი და ხალხი შენკენ!” – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.