ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 25, 2025 20:50 საათი

თბილისი

Aug 25 - Mon
Tbilisi, GE
26°C clear sky

ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე: ეს კაცი არის ის „ობიექტური ქართველი ხალხი“, რეალურად კი ნაცაქტივისტი პაატა სამარგულიანი, რომელიც პოლიციელებს აგინებდა, შემდეგ თავი მოიმკვდარუნა და ბოლოს „ტვ პირველს“ მისცა ინტერვიუ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რამდენიმე მოქალაქის მიერ პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის და მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია ასახული.

კერძოდ, ქადაგიძე ყურადღებას ამახვილებს ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ მამაკაცზე, რომელიც, მისი თქმით, „ნაცაქტივისტი“, პაატა სამარგულიანი აღმოჩნდა.

„აი ეს კაცი არის ის „ობიექტური ქართველი ხალხი“, რეალურად კი ნაცაქტივისტი პაატა სამარგულიანი, რომელიც პოლიციელებს აგინებდა, შემდეგ თავი მოიმკვდარუნა და ბოლოს „ტვ პირველს“ მისცა ინტერვიუ.

ასე მალე, რამდენიმე წუთში სრულდება ხოლმე ნაცურიპროპაგანდა!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის