ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 02:56 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
17°C clear sky

სევასტოპოლის ყოფილი გუბერნატორი ლონდონში დააკავეს – The Times

The Times-ის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს დმიტრი ოვსიანიკოვი, რომელიც ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. მას ბრალად ედება სანქციების დარღვევა და ფულის გათეთრება.

„ოვსიანიკოვი დიდ ბრიტანეთში სანქცირებული პირია, რაც მას ფულსა და ფინანსურ სერვისებზე წვდომის შეზღუდვებს უწესებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

არსებული ცნობით, გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დმიტრი ოვსიანიკოვი ლონდონში, საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც The Times წერს, მან ანგარიში გახსნა შოტლანდიის Halifax Bank-ში და იქ ოთხჯერ გადარიცხა ჯამში 65 ათასი ფუნტი სტერლინგი. ამას გარდა, ბრალდების მიხედვით, ის დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 77.5 ათას ფუნტ სტერლინგს ინახავდა ნაღდი ფულის სახით.

დმიტრი ოვსიანიკოვი 2016-2019 წლებში ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორი იყო.

2017 წელს ევროკავშირმა ოვსიანიკოვი სანქციების სიაში დაამატა „მოქმედებების გამო, რაც საფრთხეს უქმნიდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“. როგორ Meduza წერს, 2022 წლის შემოდგომაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დმიტრი ოვსიანიკოვმა მოახერხა შეზღუდვების მოხსნა. ხოლო დიდმა ბრიტანეთმა მის წინააღმდეგ სანქციები 2020 წლის ბოლოს დააწესა და  აქტივები გაუყინა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები