აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სხვა ქვეყნებს კოლონიებს მსგავსად მოექცეს. ამის შესახებ ალიევმა VI მსოფლიო ფორუმის „დიალოგი მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანას 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნებს კოლონიების მსგავსად მოექცეს. მსოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს ნეოკოლონიალიზმის ამაზრზენ პრაქტიკაზე. ეს იწვევს იძულებით ასიმილაციას, როგორც ეს ხდება, მაგალითად, საფრანგეთის ათზე მეტ ზღვის იქითა ტერიტორიაზე. ეს მიუღებელია და უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ალიევმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანი იცავს საერთაშორისო სამართალს.