ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 13:05 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C overcast clouds

მშვიდობიანი აქცია ეს არის უბრალოდ ნიღაბი, მათი მთავარი ამოცანა არის რევოლუციური სცენარის განხორციელება – კალაძე

„მშვიდობიანი აქცია ეს არის უბრალოდ ნიღაბი, შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მთავარი ამოცანა არის რევოლუციური სცენარის განხორციელება“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რეგიონებიდან დემონსტრანტების საპროტესტო აქციაზე ჩამოყვანის ორგანიზების კამპანიას ეხებოდა.

მისი თქმით, ყველას შეუძლია გამოვიდეს, გააპროტესტოს, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

„შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა არის რადიკალიზმი და რევოლუციური სცენარის განხორციელება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს არ არის საქართველოს ხელისუფლებაში შევარდნაძის დროინდელი ან სააკაშვილის ხელისუფლება. 2024 წელია და გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა. ამის შეფასებას რომ ვერ აკეთებენ, ეს ცალკე უბედურება და ცალკე უდიდესი პრობლემაა.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოვიდეს, გააპროტესტოს, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები