ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 13:00 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C overcast clouds

ვატო შაქარიშვილი „PSP”-ს განცხადებაზე – პენსიონერებს, სიმსივნის და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს ყვლიფავს და აგრესიული მომიტინგეების წახალისებას ახდენს-რევოლუცია გინდა კახა ოქრიაშვილო?!

საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ფარმაცევტული კომპანიის „PSP” განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომპანია ფიზიოლოგიურ ხსნარს და პირბადეს უფასოდ გასცემს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, პენსიონერებს, სიმსივნის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს ყვლიფავს და აგრესიული მომიტინგეების წახალისებას ახდენს!

„პენსიონერებს, სიმსივნის და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს ყვლიფავს და აგრესიული მომიტინგეების წახალისებას ახდენს! აი, ვინ არი პარლამენტიდან გამოსათრევი და სამაგალითოდ დასასჯელი!!! რევოლუცია გინდა კახა ოქრიაშვილო?! არ მოგეწონა ქართველი ხალხის ძარცვაში რომ ხელი შეგიშალეს?!“-წერს ვატო შაქარიშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები