ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 13:00 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C overcast clouds

შსს: მას შემდეგ, რაც დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანება სცადეს. შსს-ს თანამშრომლებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს, – ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

„მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები