ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 19:06 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
11°C clear sky

5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისთვის ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განაჩენი შემდეგნაირად გამოიყურება: ბრალდებულებს – გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიასა და ზაზა მჭედლიძეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს – 1 წლითა და 2 თვის ვადით, ხოლო უშანგი დათუნაშვილს 5000-ლარიანი გირაო დაეკისრა.

ჩახნაშვილმა ბრალდებულებს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა ჯგუფურ ძალადობაში.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში „ლგბტ“ მარშის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებულ პირთა,  მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო აღნიშნულ ეპიზოდებზე ობიექტურ განაჩენს არ გამოიტანს, მხარდამჭერები მასშტაბური აქციების გამართვას აანონსებენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები