500-დან 600-მდე ესტონური კომპანია კვლავ აწარმოებს ბიზნესს რუსეთთან. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე, კიული კურვიტსზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) იუწყება, ზოგიერთმა ესტონურმა ბიზნესმა გაწყვიტა საქმიანი კავშირი რუსეთთან, მაგრამ ბევრი კომპანია აგრძელებს თვეში ათობით მილიონი ევროს ღირებულების საქონლისა და მომსახურების ყიდვასა და გაყიდვას.
უკრაინში ომამდე ესტონეთიდან რუსეთში ყოველთვიურად ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 50-დან 70 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა. კიული კურვიტსის თქმით, ეს ნაწილობრივ განპირობებულია ფასების სწრაფი ზრდით, ასევე იმით, რომ საქონელი ხშირად მიდის არა ესტონეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
ომამდე რუსეთში ესტონური წარმოშობის საქონლის ექსპორტი თვეში 31 მილიონ ევროს შეადგენდა. ივნისში ამ მაჩვენებელმა 9.5 მილიონი ევრო შეადგინა.
რუსეთთან ვაჭრობაში 500-დან 600-მდე ესტონური საწარმოა ჩართული, მაგრამ ეს მაჩვენებლები მხოლოდ საქონელს ეხება. რაც შეეხება ესტონური კომპანიების მომსახურებას, 2022 წელს მათ რუსეთს დაახლოებით 300 მილიონი ევროს ოდენობის მომსახურება მიჰყიდეს. მათი თითქმის 90% სატრანსპორტო და ტურისტული