ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 00:20 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
11°C broken clouds

რუსეთი უკრაინასთან ახალ სამშვიდობო ინიციატივებს არ განიხილავს – ვლადიმერ პუტინი

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებით რუსეთი ახალ სამშვიდობო ინიციატივებს არ განიხილავს. ამის შესახებ პუტინმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ გვესმის ახალი ინიციატივების შესახებ {უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ},მაგრამ ჩვენ ამას არ განვიხილავთ. ჩვენ სიახლეს ვერაფერს ვხედავთ“, – აღნიშნა პუტინმა.

რაც შეეხება მედიაციას, პუტინის თქმით, რუსეთს მედიაციაზე უარი არასოდეს უთქვამს.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და ახლაც აქცევს უკრაინაში სიტუაციის მოგვარებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის პრეზიდენტის ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები