ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 12:50 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C overcast clouds

ეს უფრო შატალოა, ვიდრე პროტესტი, – „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია

ეს უფრო შატალოა, ვიდრე პროტესტი, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ბოიკოტის გამოცხადებას.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ეს პირველი არ არის, 3 წელია ამას უყურებს და ეს მისი კოლეგების ჩვეულებრივი საქმიანობაა.

„ამბობენ, გავიდეთ ბოიკოტში, შევიდეთ იმ სხდომაზე, რომელიც გვინდაო, თან ბოიკოტი იყოს და თან არ იყოსო, ეს დამოკიდებულება ჩვენი კოლეგების ჩვეულებრივი საქმიანობაა და სამი წელია ამას ვუყურებ.

რასაც არ უნდა აკეთებდე, იმ საქმიდან „დატყდომა“ პოლიტიკური შატალოა. ხელფასს მაინც ცოტას იღებენ და არ დავამადლებდი ორ კაპიკს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ბოიკოტის გამოცხადებას თვალთმაქცობა უწოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები