ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 14:24 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
16°C overcast clouds

ეს კიდევ ერთი პოზიტიური სიგნალია რუსეთიდან – ნიკოლოზ მჟავანაძე 79-ე წლისთავთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მილოცვას გამოეხმაურა

“დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს გამარჯვების დღე მიულოცა, – ამის შესახებ განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა შეწყდეს და, რა თქმა უნდა, ყურადღებით შეინარჩუნოთ და შემდეგ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები გადასცეთ, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ღირსეულად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ვლადიმერ პუტინმა „რწმენა გამოთქვა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის საიმედო საფუძვლად დარჩება“.

აღნიშნულს “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გამოეხმაურა

მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი პოზიტიური სიგნალი რუსეთიდან.

“ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს რომ საქართველო გამოგლიჯოს დასავლეთს და ქვეყანა გახადოს ერთიანი. მოღალატე ქართველობა კი გაიძახის ალა ლუსულ კანონს, პუტინ ლო და ა.შ. ფარჩაკებო.

ქართველმა ერმა უნდა აირჩიოს ან მართლმადიდებელი რუსეთი ან სოდომისტური ამერიკა. საქართველო ერთიანი რუსეთთან ერთად ან დაშლილი ამერიკასთან ერთათ.”- აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები