ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 14:29 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
16°C overcast clouds

ნიუ-იორკი მიმდინარე პროტესტზე – პროფესიონალი აგიტატორები სტუდენტების რადიკალიზაციას ახდენდნენ

ნიუ-იორკის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ჯონ ჩელმა და ოპერაციების კომისრის მოადგილემ, კაზ დოთრიმ განაცხადეს, რომ უნივერსიტეტებში დემონსტრანტებს შორის პროფესიონალი აგიტატორები არიან.

„კამპუსში პირველი დღიდან იყვნენ აგიტატორები. დაზვერვის ჩვენმა ბიურომ იცის ვინ არიან ისინი. და როდესაც ჩვენ გავფილტრავთ დაპატიმრებულებს, ჩვენ განვასხვავებთ სტუდენტებსა და არასტუდენტებს“, – აღნიშნა ჯონ ჩელმა.

„გარე აგიტატორები, პროფესიონალი აგიტატორები ამ სტუდენტების რადიკალიზაციას ახდენდნენ“, – განაცხადა კაზ დოთრიმ.

ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა.

სამართალდამცველებმა კამპუსების ტერიტორია კარვებისგან გაწმინდეს. რეიდი ჩატარდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ნაწილშიც, რომელიც სტუდენტებს ჰქონდათ დაკავებული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები