ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 20, 2025 03:49 საათი

თბილისი

Nov 20 - Thu
Tbilisi, GE
6°C few clouds

კიევს მოსკოვის მოთხოვნების შესრულებით სიტუაციის მოგვარება შეუძლია – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს რუსეთის მოთხოვნები, რათა არსებული სიტუაცია მოგვარდეს.

„უკრაინის ხელმძღვანელობას ყველა შესაძლებლობა აქვს, სიტუაცია ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნოს. მათ ყველა შესაძლებლობა აქვთ შეასრულონ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები და ამით შეაჩერონ მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა“, – აცხადებს პესკოვი.

ამასთან, კრემლში განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ბევრ რეგიონში არის კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, რადგან ისინი უარს ამბობენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის