ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:09 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა ტრანსკასპიური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა, ტრანსკასპიური დერეფნის „საგზაო რუკას“ ხელი მოაწერეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ცერემონია ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი მონაწილეობდნენ.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ღონისძიებების კომპლექსი შეიმუშავეს საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განსავითარებლად და კასპია-შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.

საუბარია 2022-2027 წლებში ე.წ. ვიწრო ადგილების აღმოფხვრაზე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შეთანხმებულ მოქმედებაზე.

შეთანხმებების განხორციელების წყალობით ამ დერეფნით 2025 წლისთვის ტვირთების გამტარიანობა წელიწადში 10 მლნ. ტონამდე გაიზრდება.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები