ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 09:50 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
20°C clear sky

11-13 დეკემბერს მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

11-იდან 13 დეკემბრის ჩათვლით მოსკოვში დიდი ღონისძიებები „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება. ინფორმაციას გვერდი kartvelebi.ru ავრცელებს.

ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, „ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა“.

ამავე ინფორმაციით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე, გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერკლასები და ლექციები.

„ქართული კულტურის დღეების“ აღნიშვნა 13 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული წარმოშობის არტისტები, ასევე, იქნებიან ქორეოგრაფიული ჯგუფები.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება სხვადასხვა ლოკაციებზე, როგორიცაა მოსკოვის ნაციონალური სახლი, რუსეთის ხალხთა სახლი და სხვა.

ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, დამატებითი დეტალები ღონისძიების შესახებ 1-ელი დეკემბრიდან ტელეგრამ არხზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები