ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 9, 2024 21:34 საათი

თბილისი

აპრ 9 - სამ
Tbilisi, GE
13°C few clouds

ისტორიაში პირველად! – გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა

გორში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა მიმდინარეპობს, სადაც არაერთი ვარსკვლავი გამოდის.
ცოტა ხნის წინ კი დასრულდა გურამ თუშიშვილისია და ტედი რინერის დაპირისპირება, რომელიც ქართველი ძიუდოისტის გამარჯვებით დასრულდა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს თბილისის „მებრძოლი“ „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდა და ქართველების კლუბმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამმა რინერს ბოლო 10-წამში ვაზარი აუღო და 10 გზის მსოფლიოს, 5 გზის ევროპისა და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ისტორიაში პირველად დაამარცხა. თუშიშვილმა იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა.

ჩემპიონთა ლიგაზე 2 ქართული კლუბი, „მებრძოლი“, გოლდენ გორი და არეა გამოდიან. ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება და ლეგენდარული ფალავნის – შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები