ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 20:09 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

რუსეთს სურს არა საუბარი, არამედ ომის გაყინვა ახალი შეტევისთვის – იენს სტოლტენბერგი

უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დამთავრების პირობები ამჟამად არ არსებობს. რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მას სურს კონფლიქტის გაყინვა, რათა გაზაფხულზე ახალი შეტევისთვის მოემზადოს, – ამის შესახებ  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ სრულმასშტაბიანი შეჭრა (რუსეთის ფედერაციის უკრაინაში.) გასულ შემოდგომაზე. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის გაყინვას, რათა აღიდგინოს ძალები და დაიწყოს ახალი შეტევა მომავალ გაზაფხულზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამავე დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა  აღნიშნა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

მისი თქმით, ზამთარში კონფლიქტი უფრო მშვიდ ფაზაში შევა, რადგან ორივე მხარე შეეცდება გადაჯგუფდეს და გადაიარაღოს თავისი ძალები და, შესაბამისად, ნატოს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები