მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ ის გადაყვანილი იყოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.
„პაციენტი არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან მისი პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ გადაყვანილი იყოს რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განმარტა ზურაბ ჩხაიძემ.