მედიის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ორი სამგზავრო მატარებელი ბარსელონასთან ახლოს ერთმანეთს შეეჯახა.
კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სულ მცირე 155 ადამიანს გაუწიეს დახმარება, თუმცა, არცერთ მათგანს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
სამი პირი, რომელთაც მცირე დაზიანებები ჰქონდათ საავადმყოფოში გადაიყვანეს.