„მიხეილ სააკაშვილს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი, შესაბამისად, სასჯელიც საქართველოში უნდა მოიხადოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის თანაგუნდელები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას განგებ ამძიმებენ.
„წინაპირობა აქვს სასჯელის გადავადებას, ეს მგონი ბოლო პერიოდში ყველამ ისწავლა და როგორ არის ეს სისტემა და სწორედ ეს არის მთელი ილუზიის შესაძლებლობა, რომ მან უნდა დაიმძიმოს თავი, არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიმძიმოს, კიდევ უნდა დაიმძიმოს და აი, ცოტაც და ცოტაც და მივა იმ კრიტიკულ ზღვარზე, იქნებ როგორმე მივიდეს, რომ ჩათვალოს სასამართლომ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე. ეს არის პრობლემა.
სააკაშვილის მეგობრები სინამდვილეში არიან მისი მტრები, იმიტომ, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება დაამძიმონ მისი მდგომარეობა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.