ტელეკომპანია სეზონი

მაისი 21, 2024 03:34 საათი

თბილისი

მაი 21 - სამ
Tbilisi, GE
12°C overcast clouds

ჟურნალისტებს, რომლებიც მასკის შესახებ წერდნენ, Twitter-ზე ანგარიშები დაუბლოკეს

რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც კომპანია Twitter-ის ახალი მფლობელის, მილიარდერ ილონ მასკის შესახებ წერდნენ, ამავე სოციალური ქსელის ანგარიშები მოულოდნელად დაუბლოკეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, დაბლოკილებს შორის არიან წამყვანი მედიასაშუალებების – The New York Times-ის, CNN-ისა და Washington Post-ის რეპორტიორები.

როგორც Twitter-ის სპიკერმა აღნიშნა, ანგარიშების დაბლოკვის მიზეზი Live რეჟიმში სხვა ადამიანების ადგილმდებარეობისა და მონაცემების გაზიარებაა.

დაბლოკილი ჟურნალისტების სიაში ასევე შედიან The Intercept-ის ჟურნალისტი მიშა ლი, Mashable-ის მეტ ბაინდერი და დამოუკიდებელი ჟურნალისტები აარონ რუპარი და ტონი ვესტერი.

გავლენიანი გამოცემის The New York Times-ის სპიკერმა რეპორტიორების ანგარიშების დაბლოკვას „საეჭვო და სამწუხარო“ უწოდა.

„არც გაზეთს და არც რეპორტიორს ამ ქმედების შემდეგ არანაირი ახსნა განმარტება არ მიუღია“, – აცხადებს გამოცემის სპიკერი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები