ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 15:07 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
18°C clear sky

შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ქ. ბუსანის „Word Expo 2030“-ის განაცხადის მხარდაჭერის სპეციალური კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს კორეის რესპუბლიკაში განხორციელებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში, რომელიც მომავალ წელს არის დაგეგმილი.

კორეულმა მხარემ ისაუბრა „Word Expo 2030“-ის ქ. ბუსანში ჩატარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეს ღონისძიება საინტერესო იქნება ახალი ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განსაზღვრის კუთხით. კორეულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს კორეის კანდიდატურას.

ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას, მათ შორის, საპარლამენტო და კერძო სექტორს შორის კავშირებს.

ხაზი გაესვა ასევე ნენსკრა ჰესის პროექტზე მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები