ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 12:50 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
23°C overcast clouds

უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, სწორედ ამიტომ მომზადდა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულა“, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ლიტვინენკომ ბალტიის ზღვის რეგიონის ფორუმის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა.

„უკრაინას ნათლად ესმის, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება. სწორედ ამიტომ მომზადდა პრეზიდენტის „მშვიდობის ფორმულა“. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია და დარწმუნებული ვარ, 2024 წლის ივნისში შვეიცარიის სამშვიდობო სამიტზე მას მხარს დაუჭერენ. ეს არის ნამდვილი დიპლომატიური გზა, რომელსაც აქვს ყველანაირი უნარი, ხელი შეუწყოს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას“, – აღნიშნა ლიტვინენკომ.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება არა 2-წლიანი ზავი, არამედ სტაბილური მშვიდობა ათწლეულების განმავლობაში, რაც ქვეყნის განვითარებას შესაძლებელს გახდის. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტზე უკრაინა ალიანსში გაწევრიანების მიწვევას მიიღებს.

„ჩვენ გვესმის, რომ გაწევრიანება ხვალ არ მოხდება, მაგრამ მოწვევა ხელს შეუწყობს დეესკალაციას და ის კონფრონტაციული ნაბიჯი არ გახდება. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გამოცდილებამ ნათლად დაადასტურა, რომ პუტინთან ურთიერთობაში აშკარა სიზუსტე სიტუაციას ასტაბილურებს, ხოლო მისი არარსებობა რუსეთს აგრესიული ნაბიჯებისკენ უბიძგებს“, – განაცხადა ლიტვინენკომ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები