ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 20:46 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
14°C clear sky

რუსეთმა დაიწყო უკრაინის დაბომბვის ტაქტიკის შეცვლა – დაზვერვა

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი იარაღის წარმოება არ გაიზარდოს. ამასობაში რუსეთმა დაიწყო დაბომბვის ტაქტიკის შეცვლა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური სანქციების გავლენას რუსეთის ფედერაციაზე. ისინი ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს. მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ადვილია. პირველ რიგში, ჩვენ ვაგროვებთ ასეთ ინფორმაციას, ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს… გარდა ამისა, სხვა ღონისძიებები ტარდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნებისმიერი იარაღის წარმოების გაზრდის თავიდან ასაცილებლად. დღეს რუსებს შორის დეფიციტი დაკავშირებულია ისკანდერის ბალისტიკურ რაკეტებთან, კალიბრის მარაგი ეწურებათ, ჰაერიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა Kh-101, Kh-555 მცირდება. მაქსიმუმი, რაც რუსეთს შეუძლია, არის 2-3 ისეთი მძლავრი დარტყმა, როგორც ეს ბოლო დროს ვნახეთ“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის