ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 13:40 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
17°C clear sky

ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინას არა მხოლოდ თავის დაცვაში, არამედ ომში გამარჯვებაშიც დაეხმაროს – მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას რუსეთზე გამარჯვებამდე დაეხმარება. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„უკრაინა თითქმის ერთი წელია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას. მომავალი თვეები გადამწყვეტია. ველაპარაკე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დავარწმუნე, რომ ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს უკრაინას არა მხოლოდ თავის დაცვაში, არამედ ომში მოგებაშიც“, – წერს რუტე.

ცნობისთვის, რომ ომის დაწყებიდან, ნიდერლანდებმა უკრაინას 987 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები