ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 14:10 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

როგორც New Yourk Post-ი იტყობინება, 42 წლის ლევან გალდავა მეგობარი ქალის ყოფილმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მოკლულის მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა დმიტრო ლაპკომ ყოფილი ცოლი გალდავასთან ერთად ავტოსადგომზე დაინახა.

ადგილობრივებმა მედიასაშუალებას უთხრეს, რომ ავტოსადგომიდან ქალის ყვირილის ხმა გაიგონეს, რომელიც 911-ზე დარეკვას და დახმარებას ითხოვდა.

ამერიკელი პოლიციელების თქმით, კაცს მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრა.

ლევან გალდავა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ლაპკოს წინააღმდეგ საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აღძრეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები