ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 20:07 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
15°C clear sky

რუსი ჰაკერები აშშ-ის სამ ბირთვულ ლაბორატორიას თავს დაესხნენ – Reuters

კრემლის ჰაკერების ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც Cold River, ზაფხულში შეერთებულ შტატებში სამი ბირთვული კვლევის ლაბორატორიას დაესხა თავს. ამის შესახებ Reuters-ის ჟურნალისტების  და ასევე კიბერუსაფრთხოების ექსპერტის მიერ დამოწმებული ინტერნეტჩანაწერები მიუთითებენ.

აგვისტოდან სექტემბრამდე, როდესაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად იყო გამოეყენებინა ბირთვული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაცავად, სწორედ მაშინ Cold River-ი თავს დაესხა სამ ლაბორატორიას – Brookhaven-ს (BNL), Argonsk (ANL)  Lawrence Livermore-ს National Laboratory-ს. (LLNL).

ამასთან, ჟურნალისტებმა ვერ დაადგინეს, რატომ იქნა არჩეული აღნიშნული ლაბორატორიები სამიზნედ და იყო თუ არა წარმატებული თავდასხმები.

კიბერუსაფრთხოების მკვლევრების და დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, Cold River-მა ჰაკერული კამპანია კიევის მოკავშირეების წინააღმდეგ 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაშიც გააძლიერა.

აღნიშნულია, რომ თავდასხმა ამერიკულ ლაბორატორიებზე მოხდა დაახლოებით იმავე დროს, როდესაც უცხოელი ექსპერტები უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად ჩავიდნენ.

ჟურნალისტები წერენ, რომ Cold River-ი დაზვერვის სპეციალისტების რადარებზე პირველად 2016 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე თავდასხმის შემდეგ გამოჩნდა. ისინი ასევე მონაწილეობდნენ ათობით სხვა გახმაურებულ ჰაკერულ ინციდენტში ბოლო წლების განმავლობაში.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაკერების ჯგუფი, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ. ისინი ჩართულნი არიან კრემლის საინფორმაციო ოპერაციების უშუალო მხარდაჭერაში“, – ამბობს ამერიკულ კიბერუსაფრთხოების კომპანიის ვიცეპრეზიდენტი ადამ მეიერსი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები