ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 15:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

პრემიერის პრინციპულობა იძლევა ერთგვარ გარანტიას, რომ სურსათის ფასები იმგვარად დარეგულირდება, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის ინტერესი და არ დაზარალდეს ბიზნესი – დავით ჩიხელიძე

„მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მის მთავარ საზრუნავს ადამიანის და სახელმწიფოს კეთილდღეობა წარმოადგენს“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ, რამდენიმე მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი სასიცოცხლო ცვლილება განხორციელდა, რომელიც არა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, არამედ თითოეულ აქ მცხოვრებ ადამიანს შეეხო. მათ შორის: მოხდა მედიკამენტების ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება, ნავთობი გაიაფება, გამყარდა ეროვნული ვალუტა, მილიონობით ადამიანს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდა და ა.შ.

დღეს პრემიერი სურსათის მაღალ ფასებს შეეხო და კონკრეტული დავალება გასცა, მან მინისტრებს დაავალა რომ: „მოახდინეთ გაზრდილ ფასებზე რეაგირება – 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი გამოსავლის გზებით“. როგორც პრემიერმა განაცხადა, მომხმარებლებს პროდუქტის შეძენისას თითქმის 100%-იანი ფასნამატის გადახდა უწევს, რაც დაუშვებელია. აღნიშნულში ქართველი ბიზნესმენის განუვითარებლობა და სოციალური პასუხისმგებლობის არ არსებობა იკვეთება. ფაქტია, ქართველმა ბიზნესმენებმა არა ბიზნესის კეთება, არამედ ხალხის გატყავება იციან. პრემიერის განვლილი გზა და მისი პრინციპულობა იძლევა ერთგვარ გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში სურსათის ფასები იმგვარად დარეგულირდება, რომ ერთის მხრივ მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის ინტერესი, მეორეს მხრივ არ დაზარალდეს ბიზნესი, რომელიც საქმიანობა გონივრული მოგების მარჟით განაგრძოს,“ – წერს ჩიხელიძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები