ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 10:35 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
19°C clear sky

უცხო ქვეყნიდან შემოტანილ 42 500 კგ ხახვსა და 20 000 კგ კარტოფილში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 42 500 კგ. ხახვისა და 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტებში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

ასევე, გაბრუნებას დაექვემდებარა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 20 735 კილოგრამი კივი. ტვირთს თანმხლები დოკუმენტაციის შეუსაბამობა გამოუვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ტვირთები, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები