ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 03:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

ინგლისის ეკლესიის არქიეპისკოპოსი აცხადებს, რომ მას პარლამენტი ემუქრება და ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებას აიძულებს

ინგლისის ეკლესიის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა უელბიმ თქვა, რომ მას პარლამენტი ემუქრება და ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებას აიძულებს,- იუწყება „რია ნოვოსტი“.

ანგლიკანურმა სინოდმა მანამდე გადაწყვიტა ერთსქესიანი წყვილების კურთხევა, მაგრამ არ შეცვლილა დოქტრინა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია.

უელბიმ ადრე თქვა, რომ არ დალოცავდა ლგბტ წყვილებს, მაგრამ ახლა აღნიშნა, რომ სინოდის გადაწყვეტილებამ შეიძლება ეკლესიაში განხეთქილება გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, ანგლიკანურმა ეკლესიამ ლგბტ წყვილების დალოცვა ნებადართული გახადა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები