ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 13:37 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
19°C broken clouds

აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა არ გამგზავრებულიყვნენ რუსეთში, ხოლო ქვეყანაში უკვე მყოფებს მოსთხოვა, სასწრაფოდ დაეტოვებინათ რუსეთი, სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკრაინის ომთან დაკავშირებით დევნის საფრთხის გამო.

„აშშ-ს მოქალაქეებისთვის საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობები მკაცრად შეზღუდულია, ასე რომ, ისინი ადვილად გახდებიან რუსული მართლმსაჯულების მსხვერპლნი  და ვაშინგტონი ვერ შეძლებს მათ დახმარებას“- აღნიშნულია  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამერიკელ მისიონერებს, რომლებიც რუსეთში რელიგიურ საქმიანობას ეწევიან. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათთვის განსაკუთრებით საშიშია რუსეთში ყოფნა.

ეს არ არის პირველი ასეთი გაფრთხილება. მსგავსი განცხადება ბოლოს  ხუთი თვის წინ გაკეთდა, მას შემდეგ რაც სექტემბერში რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა.

ცალკე, ხაზგასმულია, რომ რუსეთიდან ფრენები უკიდურესად შეზღუდულია და ხშირად სრულიად შეუძლებელია მოკლე დროში ქვეყნის დატოვება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები