ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:44 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასაჯოს

დონბასში ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლა მიმდინარეობს, მტკივნეული და რთული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სახელმწიფოს იცავს ბახმუტის, უგლედარის, ავდეევკის, სევერსკის, სვატოვსკის, ლიმანისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი დასაჯოს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.

„ეს კვირა არის კიდევ ერთი კვირა, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა და თითოეულმა მათგანმა, ვინც სახელმწიფოს დაცვაში გვეხმარება, კიდევ უფრო დააახლოვა უკრაინის გამარჯვება. მათ მოიგერიეს თავდასხმები, გაანადგურეს ოკუპანტი, ძირი გამოუთხარეს მტრულ პოზიციებს და ლოჯისტიკას, დაიცვეს ჩვენი საზღვრები და ქალაქები. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა ბრძოლაშია! მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი ომისთვის დასაჯოს. და ჩვენ მივცემთ მსოფლიოს საკმარის გამბედაობას და საკმარის ინსტრუმენტებს, რათა სასჯელი დადგეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან იურიდიული ურთიერთქმედების ქსელის ჩამოყალიბებაში ისე, რომ შესაბამისი სასჯელები გამოცხადდეს და განხორციელდეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები