ტელეწამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ საქართველოში მიმდინარე დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია 1992 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ გავრცელებულ ინტერვიუს შეადარა, მისი თქმით შეერთებული შტატები აღნიშნული აქციით ცდილობს საქართველოში მესამე სახელმწიფო გადატრიალებას.
„იგივე პოლიტიკა მიდის, რაც 1992 წელს… ამერიკის აგენტურა მუდმივად ცდილობდა და ცდილობს ქართველი ხალხის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას, თუმცა დღეს არ არის ისევ ის 90-იანი წლები და სახელმწიფო სტრუქტურები ახლა მეტად ძლიერია საქართველოში, ამავდროულად პირდაპირი მოწოდებებია რევოლუციისკენ, მეგობრებო და პირდაპირი ანალოგია იმისა, რაც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო მიმართული დასავლეთის მხრიდან“ – ნიკოლოზ მჟავანაძე
ცნობისთვის, 1992 წელს ზვიად გამსახურდიამ ამერიკის მიერ განხორციელებული პოლიტიკური მოქმედებები დაგმო და გააკრიტიკა
„დღეს დასავლეთს იუგოსლავიის მოდელი დასავლეთიდან გადააქვს კავკასიაში, ხელოვნურად მწვავდება ეროვნებათაშორისი დაძაბულობა. შემდგომში ხან აქ, ხან იქ აფეთქებული ლოკალური კონფლიქტები დასავლეთს მისცემენ საბაბს პირდაპირი სამხედრო ჩარევისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალთა სახით.
სულ ახლახან გაკეთდა განცხადება, რომ ნატო ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, ასი ათასი კაცის შემადგენლობით, რომელიც ჩაერევა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ფრიად საყურადღებოა, რომ ამასთან დაკავშირებით მოხსენებულ იქნა კავკასია და იუგოსლავია.“,- ზვიად გამსახურდია