ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 08:49 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
16°C clear sky

სალომე ზურაბიშვილი: ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახი, გასაუქმებელია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის განცხადებაში თქვა, რომ კანონპროექტი გასაუქმებელია.

ამასთან, პრეზიდენტმა თავის განცხადებაში უცხოეთში საქართველოს ელჩებსაც მიმართა.

„რუსთაველზე მე თვითონ ვიდექი, ახლა ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა. მე ვარ თქვენს გვერდით. იმიტომ რომ თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს.

ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს. ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები.

ამიტომ, არავის არ აქვთ უფლება წაგართვან თქვენ, თქვენი მომავალი. არავის არ აქვს უფლება დააგონ მახეები, ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით, ეს კანონი არის გასაუქმებელი რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში.

ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა ტიპის კანონია ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.

მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირში.

ევროინტეგრაციის გზა უნდა იყოს დაცული. ყველა ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ჩვენ რას ვიცავთ ან თქვენ რას წარმოადგენთ თუ არა ამ ევროპულ მომავალს? ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ხვალ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ მე, იმიტომ რომ ეს პირობა ჩემს თავთან დავდე“, – აცხადებს პრეზიდენტი სალომე

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები