ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 10:59 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
11°C clear sky

ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც 24 და 25 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, სერგეი ლავროვის ფრენას Flightradar-ის სამსახურში ერთდროულად 700 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.

დღეს სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდება.

გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ რუსეთს ბევრი განსახილველი თემა აქვს.

„გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვია, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ხელმძღვანელობს“, – წერს რუსული სამთავრობო მედია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები