ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 01:58 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
18°C clear sky

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ღრმად შეშფოთებული“ არიან აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ღრმად შეშფოთებული“ არიან აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო და რომ ეს ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის.

„აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატები მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადამიანებს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

„მოვუწოდებთ, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ საზღვრის გასწვრივ პროვოკაციებისგან და მტრული ქმედებებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზაზე საგუშაგოს გახსნა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია და სომხეთმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს აზერბაიჯანის უფლებას უზრუნველყოს კონტროლი მის ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლაზე. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთი, როგორც 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმომწერი მხარე, მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს მოწყობას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ლაჩინის დერეფნიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები