რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთის უახლოესი მოკავშირეების „ძალიან არაკომფორტულ პოზიციაში“ დაყენებას ცდილობს.
მისივე თქმით, დასავლეთი აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით ასე მოსკოვთან მათი კავშირების გამო იქცევა.
„დასავლეთი მეთოდურად და ცინიკურად ითხოვს, რომ ქვეყნებმა თავი შეიკავონ მისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისგან. დასავლეთი ცდილობს, რუსეთის უახლოესი მოკავშირეები ძალიან არაკომფორტულ პოზიციაში დააყენოს და ეს მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს“, – განაცხადა ლავროვმა.