„ნება იბოძეთ და ბო*ებს დაუძახეთ „ნაცები!“ ყველა „ნაცია“, ვინც „ნაცების“ სიით გავიდა და არ გამიჯვნია!” – ამ სიტყვებით ეხმაურება „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს.
ჩერგოლეიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას წარმოადგენს თვითონ, ხოლო ის 5 დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა იუსტისციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურას, არიან ნაცები.
„ნება იბოძეთ და ბო*ებს დაუძახეთ „ნაცები!“ ცოტა პასუხისმგებლობით მოიქეცით. ოპოზიციის სახელი გვეკუთვნის პატიოსან ხალხსაც! დაიმახსოვრეთ: ყველა „ნაცია“, ვინც „ნაცების“ სიით გავიდა და არ გამიჯვნია! ყველა „ნაცია“, ვინც „ნაცებს“ ხმა მისცა. და ნება იბოძეთ, და ამ ხუთ ბო*საც დაუძახეთ „ნაცი“. უნდა შეწყდეს ეს სამარცხვინო მძევლობა! ოპოზიცია ვარ მეც! ის ბო*ები არიან „ნაცები“. მორჩით რეპუტაციული ზიანის მიყენებას სხვა პარტიებისთვის!”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, 17 მაისს დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ხუთი წევრიდან სამის: ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილის არჩევა მოხერხდა.
ფარული კენჭისყრის დროს, არამოსამართლე წევრების ასარჩევად საჭირო 90 ხმა შეგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არჩევას ხმა ოპოზიციის სამმა წევრმაც დაუჭირა, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.