ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კიდევ ერთხელ ჩავიდა რუსეთში კრემლის ლიდერთან შესახვედრად.
ლიდერები ერთმანეთს სოჭში არაოფიციალურად შეხვდნენ.
შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება 7-8 ივლისს ობიექტების მომზადების დასრულებისთანავე დაიწყება.
„ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება. ასე რომ ყველაფერი კარგად და სტაბილურად არის“, – განაცხადა პუტინმა.