ტელეკომპანია სეზონი

მაისი 10, 2024 12:16 საათი

თბილისი

მაი 10 - პარ
Tbilisi, GE
16°C broken clouds

გრიგოლ ონიანი მარგარიტა სიმონიანს მიმართავს

საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე რუს ჟურნალისტს მარგარიტა სიმონიანს მიმართავს, ონიანი მადლიერია სიმონიანის ბოლოდროინდელი განცხადებებით ი. სტალინის მიმართ

 

 

„რაშა თუდეის“ მათავარ რედაქტორს

ქალბატონ მარგარიტა სიმონიანს

 

საერთაშორისო საზოგადოება „სტალინი’“ და მისი დამფუძნებელი და მუდმივი თავმჯდომარე, 1988 წლის 21 დეკემბრიდან, გრიგოლ ონიანი დიდი მადლიერების გრძნობით მოგესალმებით და მიწამდე გიხრით თავს იმ სამართლიანობისათვის და ბრძნული გამონათქვამებისათვის, რომელსაც ხშირად იყენებთ უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინისა და საქართველოს  მიმართ.

თქვენი ბრძნული გეოპოლიტიკური აზროვნება და აზრის გამოხატვის დამაჯერებლობა მიქმნის წარმოდგენას გიწოდოთ რუსეთის დიდი იმპერატორის   ეკატერინე დიდის სახელი ან და  გენერალისიმუსის სამხრეების ქვეშ მბრწყინავი პოლიტიკის მრავალწახნაგოვანი ბრილიანტი.

ალბათ წინასწარმეტყველურად თქვენზე დაუწერია მე-19 საუკუნეში გენიოს ვაჟა-ფშაველას  სიტყვები:

„სიმშვენიერეს ტვინისას,

ვერ სჯობს სიტურფე ტანისა“.

თქვენი პოლიტიკური თუ სტრატეგიული შემართება მოქმედებაში მოყვანილი სტალინის გენიალური ორგანიზაციული ნიჭით შექმნილი ბირთვული იარაღია, რომელიც სლავი ხალხის უკვდავების მყარი საფუძველია.

რუსეთი დღეს, როგორც 1941-1945 წლებში, ცივილიზაციისა და

პლანეტის გადასარჩენად იბრძოდა, ასეთივე მიზნის

განსახორციელებლად იბრძვის დღესაც.

თქვენ ამ ბრძოლაში სიმბოლური სახე ხართ «РОДИНА – МАТЬ ЗОВЕТ!»

«ВЕЧНАЯ СЛАВА ГЕРОЯМ, ПАВШИМ В БОЯХ ЗА СВОБОДУ И НЕЗАВИСИМОСТЬ НАШЕЙ РОДИНЫ! »

 

 

 

პატივისცემით     გრიგოლ ონიანი

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები