ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2025 10:56 საათი

თბილისი

Apr 25 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ენტონი ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინშია. პირველი შეხვედრა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განგთან გამართა.

დასავლური მედიის ცნობით, ვიზიტი ორ დღეს გასტანს და შესაძლოა, ენტონი ბლინკენი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდეს.

ამას გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გეგმებში შედის ჩინელ თანამდებობის პირებთან მოლაპარაკებები.

შეგახსენებთ, თავდაპირველად, ენტონი ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში თებერვალში იყო დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მხარემ თავის ტერიტორიულ წყლებში ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ჩამოაგდო, ვიზიტი გადაიდო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინურმა საჰაერო ბუშტმა აშშ-ის საჰაერო სივრცე გადაკვეთა და იგი ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდეს. აშშ ამტკიცებს, რომ ბუშტი სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მაგრამ პეკინი ამას უარყოფს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის