ტელეკომპანია სეზონი

მაისი 15, 2024 05:07 საათი

თბილისი

მაი 15 - ოთხ
Tbilisi, GE
8°C clear sky

დიმიტრი პესკოვი: უკრაინის დემილიტარიზაციის ამოცანა ფაქტობრივად დასრულებულია

უკრაინის დემილიტარიზაცია ამოცანა ფაქტობრივად დასრულებულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ომამდე ძლიერი მილიტარიზებული ქვეყანა იყო, დღეისათვის კი საკუთარი შეიარაღება აღარ აქვს და დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღზეა დამოკიდებული.

„როგორც პუტინმა გუშინ განაცხადა, ერთ-ერთი ამოცანა იყო უკრაინის დემილიტარიზაცია. ამ ამოცანის უმეტესი ნაწილი ფაქტობრივად შესრულებულია. უკრაინა სულ უფრო ნაკლებად იყენებს საკუთარ იარაღს და სულ უფრო მეტად იყენებს იარაღის სისტემებს, რომელსაც დასავლეთი აწვდის“, -განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას მალე ამოეწურება საკუთარი სამხედრო აღჭურვილობა და ის მთლიანად გახდება დასავლეთზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიანი ბრძოლის უნარს შეუზღუდავს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები