ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2024 12:29 საათი

თბილისი

სექ 1 - კვი
Tbilisi, GE
29°C clear sky

აშშ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს – ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია იმის გამო, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

კირბის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ახლახან გაემგზავრა ჩრდილოეთ კორეაში, რათა დაერწმუნებინა ფხენიანი რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიყიდვაში.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომელშიც პირობა დადეს, რომ გააღრმავებენ ორმხრივ თანამშრომლობას.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს მოლაპარაკებები რუსეთთან შეიარაღების შესახებ და დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა აიღო, რომ არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, – განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები