ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 27, 2023 15:19 საათი

თბილისი

სექ 27 - ოთხ
Tbilisi, GE
24°C few clouds

ევროპის საბჭო და ევროკომისია ერთ სტრუქტურას წარმოადგენენ, დამაბნეველია, თუ გარკვეული ტერმინოლოგია შეთანხმებული არ აქვთ – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გია ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე“.

„ევროპის საბჭო, ისევე როგორც ევროკომისია, ერთ სტრუქტურას წარმოადგენენ, რომელიც არის ქვეყნებისგან შემდგარი ფორუმი. მასში წარმოდგენილია 27 ქვეყანა. დამაბნეველია, თუ მათ ერთმანეთში შეთანხმებული არ აქვთ გარკვეული ტერმინოლოგია და ერთმანეთთან ნასაუბრები არ ჰქონიათ. შარლ მიშელმა, 2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო, ევროკომისია ამბობს, ყველაფერს მუშაობის მიხედვით განვსაზღვრავთო. ათეული წლებია, კანდიდატის სტატუსის მომხრე ქვეყნები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან. მსჯელობა მიმდინარეობს და დამაბნეველი გადაწყვეტილებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ არ დავიბნეთ. ვიცით, რა გვინდა და ჩვენს პოზიციაზე ვართ – ამჯერად გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ინტენსიური მუშაობის გაგრძელება, რათა ახლო პერიოდში ევროკავშირის ღირსეული წევრები გავხდეთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴სინოდის წევრებმა მეუფე საბას ველაპარაკეთ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე 🔴ამერიკის ელჩმა ჩვენ რომ ისტორიას გვასწავლის თავად ამერიკელებს ასწავლოს როგორ გაწვიტეს აბორიგენები და რაზე დგას თავად ამერიკა 🔴გარყვნილების და უზნეობის ამკრძალავი კანონი ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს 🔴პარტიებს არჩევნებზე უნდა დავადებინოთ ფიცი რომ უზნეობის კანონს მხარს არ დაუჭერენ 🔴მთავრობა რატომ ელოლიავება ამ ხალხს ვერ გავიგე, ვერ გავიგე ამ ქვეყანაში უმცირესობა წყვიტავს საკითხებს თუ უმრავლესობას 🔴მეუფე შიოს სხეულში მართლაც აღმოჩნდა მძიმე მეტალები 🔴პრეზიდენტ ზურაბიშვილს მინდა ვკითხო განა კონსტიტიციაში ჩვენ გვიწერია რომ უზნეობას ხელი შეუწყოთ 🔴ვანში ჯვარი არათუ ავიღეთ არამედ უფრო კარგ და გამოსაჩენ ადგილზე ვდგამთ რომელსაც ლამის მთელი ვანი დაინახავს -ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ბულუხია