ლობისტური კონტრაქტები არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ პირდაპირ მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. აშშ-ში მოქმედი რუსული კანონის წყალობით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია „ფორმულასთან“, ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაწეული ლობისტური ხარჯების თაობაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი აშშ-ს, რომ იქ დღემდე მოქმედებს რუსული კანონი. სწორედ ამ რუსული კანონის წყალობით გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია „ფორმულასთან“, ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გაწეული ლობისტური ხარჯების თაობაზე. ხშირად ისმოდა იქ ნახსენები გვარები, ამბობდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლიტიკოსი, თუ ა.შ. როგორ ღელავს საქართველოს ბედზე. აღმოჩნდა, რომ ის ღელავს თურმე ლობისტურ კონტრაქტზე, რომელშიც ის არის ნახსენები. ყველაფერი დღესავით ნათელია. სინამდვილეში ისინი ჩართული არიან ასეთ ქმედებებში, რომელიც პირდაპირ მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ლობისტური კონტრაქტები არა მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ პირდაპირ მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც არავისთვისაა გასაკვირი. ამ ყველაფრის სათავეში დგას კეზერაშვილი, რომელიც, ეს ოლიგარქი რატომღაც სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ამაზე მუდმივად დავაყენებთ ჩვენ საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000