ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 06:31 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
14°C broken clouds

„სკოლა არ არის რელიგიური სიმბოლოების ადგილი“ – მაკრონი ისლამური სამოსის აბაიას აკრძალვაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის სკოლებში ისლამური სამოსის აბაიას აკრძალვის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად არ მიიჩნევს.

მაკრონის თქმით, ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე სკოლა უნდა იყოს სეკულარული.

ამასთან, მისივე თქმით, სკოლა არ არის ადგილი რელიგიური სიმბოლოებისთვის.

„სკოლა არის უფასო საერო დაწესებულება და სავალდებულოა დასწრება“, – დასძინა პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ასეთ მიდგომაში სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას ვერ ხედავს.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთის საჯარო სკოლებში ტრადიციული ისლამური სამოსი აბაია აიკრძალება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები