რუსეთი შეშფოთებით აკვირდება აშშ-სომხეთის დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას დააკვირდება და ახალ ამბებს გააანალიზებს.
რუსეთის საექსპერტო წრეებში ამ საკითხის კომენტირებისას ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სომხეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს „აქ უნდა ყოფნა თუ იქ“.
რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის დიდი შეცდომა იყო, როდესაც ქვეყანა მხოლოდ ერთ სტრატეგიულ პარტნიორზე იყო დამოკიდებული. ფაშინიანმა რუსეთი იგულისხმა. ამ განცხადების შემდეგ დიმიტრი პესკოვმა ფაშინიანს უპასუხა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან, მათ შორის სომხეთიდან „წასვლას არსად აპირებს“.