ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 28, 2024 21:33 საათი

თბილისი

აპრ 28 - კვი
Tbilisi, GE
21°C clear sky

აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ვითარებაა – ალექსანდრე სირსკი

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრე სირსკის განცხადებით, აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ვითარებაა.

„აღმოსავლეთის მიმართულებებში ოპერატიული ვითარება კვლავ რთულია. მოწინააღმდეგე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებზე გასვლის გეგმებს არ ეშვება. კუპიანსკის მიმართულებით, ოკუპანტი ახორციელებს თავდასხმებს, ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის პოზიციებს არტილერიითა და ნაღმმტყორცნელებით.

ბახმუტის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება, დამპყრობელი პოზიციების დაკავებას ცდილობს“, – აცხადებს სირსკი.

სირსკის თქმით, უკრაინული ჯარის მთავარ ამოცანად გათავისუფლებული ტერიტორიების საიმედო თავდაცვა და საყრდენი პუნქტების დაკარგვის არდაშვება რჩება.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოთ საიმედო თავდაცვა, თავიდან ავიცილოთ ოკუპირებული ხაზებისა და პოზიციების დაკარგვა კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებზე, ასევე წარმატებით განვახორციელოთ წინსვლა და მიაღწიოთ განსაზღვრულ ხაზებს ბახმუტის მიმართულებით“, – დასძინა სირსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები